saqarTvelos vulkanebi - qabarjinas vulkani
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ხევის კავკასიონი |
კოორდინატები | 42°34`16` ჩ. გ. 44°33`17` ა. გ. |
სიმაღლე | 3141 მ |
ასაკი | ზედაპლიოცენური |
მთა, ძველი ჩამქრალი ვულკანი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის შტოქედზე, მდინარეების თერგისა და სნოსწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 3141 მ. აგებულია ზედაპლიოცენური ანდეზიტ-დაციტური ტუფებით, ტუფ-ბრექჩიებითა და ლავებით. დასავლეთ კალთა ეროზიით ჩამორეცხილ-დაღარული და ფლატოვანია, მთის ძირში მძლავრი გამოზიდვის კონუსია ჩამოყალიბებული, რომელიც მდინარე თერგს ებჯინება.